პარასკევი, 2025-07-18, 8:02 PMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

შესვლა

ძებნა

მინი-ჩატი

ჩვენი გამოკითხვა

როგორია საიტი?
სულ პასუხი: 14

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2016 » ნოემბერი » 21 » ლაზური გვარები - პარხლელი კოჩემაი შანიფხე
7:11 PM
ლაზური გვარები - პარხლელი კოჩემაი შანიფხე
 

გვარი, გვაროვნული სახელი, ისეთივე მნიშვნელოვანი ეთნოკულტურული ფენომენია ადამიანისთვის, როგორც ენა, დიალექტი, ჩაცმულობა, ფოლკლორი, სარიტუალო წეს-ჩვეულებები.

გვაროვნული სახელის ტარებისა და მემკვიდრეობით გადაცემის კულტურა უხსოვარი დროიდან მოსდევთ ადამიანებს და ის ოდითგანვე ატარებდა ერთგვარი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის, პასპორტის ფუნქციას, რაც პრინციპში დღემდე შემოინახა.

გვარი იმიტომაც არის ამა თუ იმ საზოგადოების კვლევის ძლიერი ინსტრიმენტი, რომ გვაროვნული სახელი წარმოშობის, ჩამოყალიბების, ცვლილების, ისტორიულ მოვლენებთან შეხამებისა და შეთავსების, ამა თუ იმ ეთნოსის ისტორიული არსებობის პერიპეტიებს ისეთივე სიუხვით ინახავს, როგორც, მაგალითად, ენა ან დიალექტი.

ონომასტიკა, ისევე როგორც არქეოლოგია, შრეებით, ფენებითა და მათში დალექილი უხვი ისტორიული ინფორმაციით ხასიათდება, რომელიც ფასდაუდებელ როლს თამაშობს კონკრეტული ერის ეთნოლინგვისტური, სოციოლოგიური თუ ისტორიული კუთხით შესწავლისას.

გარდა ამისა, ცალსახად აღსანიშნავია, რომ გვარის ტარების ინსტიტუტი კულტუროლოგიური მნიშვნელობის ერთგვარი სავიზიტო ბარათია, როგორც ძველი ცივილიზაციებისთვის დამახასიათებელი ფენომენი.

ამ მხრივ, საკმაოდ მდიდარი მემკვიდრეობისანი არიან კავკასიის მკვიდრი ხალხები, რომელთა უმეტესობამ ზედმიწევნით კარგად შემოინახა მისი ონომასტკონი, ხოლო ზოგიერთბმა მხოლოდ ნაწილობრივ, ან საერთოდ დაკარგეს.

ჩვენი წერილი შეეხება კოლხთა პირდაპირი შთამომავლების, ლაზებისონომასტიკონს, რომლის ნაწილიც უნიკალური ფორმით შემოინახაჩვენამდე, ნაწილი კი უმოწყალოდ განადგურდა.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს არცერთი წერილობითი წყარო, რომელიც დაადასტურებდა, ატარებდნენ თუ არა ლაზები გვარს უხსოვარ დროს. უცხოური, ძირითადად - ბერძნული წყაროები დიაოხის, კოლხეთის, ლაზიკის სამეფოს მკვიდრთა მხოლოდ სახელებს ახსენებენ:

აიეტი, აფსირტე, მედეა, წათე, გუბაზი, დამნაზე, ფარსანსი, ფარტაზი, ანიკეტი, უტუფურსი, ასია, სიენი, აკა, აკუსილოხი, სავლაკი, ქუჯი, მოაფერნე, ოლთაკე და ა.შ. სამწუხარო ისაა, რომ წყაროები ძირითადად მმართველებსა და დიდებულებზე მოგვითხრობენ, რომელთაც სახელებითა და წოდებით მოიხსენიებენ ხოლმე, ამიტომაც არ ვიცით იმ პერიოდის გვარების შესახებ არაფერი; ან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმ დროისთვის საერთოდ არ არსებობდა ლაზ-მეგრელთა წინაპრებში გვარის ტარების ინსტიტუტი.

ყველაზე ძველი წყარო, სადაც ლაზური აგებულების გვარს ვაწყდებით არის პარხლის ეკლესია (973 წ.), რომლის ერთ-ერთ კამარაზე იკითხება ასეთი წარწერა:

კატეგორია: სხვა... | ნანახია: 876 | დაამატა: LERI | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar
Copyright MyCorp © 2025 | Free web hosting - uCoz
ჩვენი ოფიციალური გვერდი