პარასკევი, 2025-07-18, 9:51 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

შესვლა

ძებნა

მინი-ჩატი

ჩვენი გამოკითხვა

როგორია საიტი?
სულ პასუხი: 14

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სამეგრელოს ინფორმაციები

XIX საუკუნის 80-იან წლებში დაბა ახალსენაკში თეატრალური ხელოვნების ჩასახვას და მის განვითარებას ხელი შეუწყო 1879 წელს ქართული თეატრის დაარსებამ. ორიოდე წლის შემდეგ 1881 წლის თებერვალში დაბაში ადგილობრივი ძალებით გაიმართა პირველი წარმოდგენა. ნაჩვენები იქნა მოლიერის „ძალად ექიმი“. 1895 წელს იმ დროისთვის ცნობილი დრამარტურგი აქვსენტი ცაგარელი ახალსენაკის რკინიგზის უფროსად ინიშნება. მან მეუღლე ნატო გაბუნია-ცაგარელთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა დაბის თეატრალურ ცხოვრებაში.

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 528 | დაამატა: LERI | დრო: 2015-07-03 | კომენტარი (0) | სრულად ნახვა |


სენაკი — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, 1933-1976 წლებში მიხა ცხაკაია ერქვა, 1976-1989 — ცხაკაია. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ტეხურის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 28 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. მოსახლეობა 28,6 ათასი (2002 წ.). სენაკში არის ხალიჩების და ჩაის ფაბრიკები, კვების მრეწველობის საწარმოები, ასევე სხვადასხვა პროფილის სკოლები, ბიბლიოთეკები, კულტურის სახლი, თეატრი, მიხა ცხაკაიას სახლ-მუზეუმი. ქალაქის ცენტრალურ პარკში დაკრძალული არიან პოეტი გ. ჭალადიდელი და სსრკ გმირი ა. წურწუმია. სენაკთან ახლოს მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი. სენაკში არის სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის რეზიდენცია.

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 622 | დაამატა: LERI | დრო: 2015-07-03 | კომენტარი (0) | სრულად ნახვა |


მეგრული ენა (მეგრ. მარგალური ნინა) — ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ქართველური ენა. მეგრული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ჯგუფს მიეკუთვნება. მას, ლაზურთან ერთად, ერთი ენის — ზანურის დიალექტადაც თვლიან. ამასთან, მეგრული და ლაზური უფრო ახლოსაა ქართულთან, ვიდრე თითოეული მათგანი — სვანურთან. 1989 წლის მონაცემებით, ქართულთან ერთად მეგრულს მშობლიურ ენად თვლის თითქმის 500 000 ქართველი, რომელთა უმრავლესობა საქართველოში სამეგრელოს მხარეში ცხოვრობს.

 

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 640 | დაამატა: LERI | დრო: 2015-07-03 | კომენტარი (0) | სრულად ნახვა |


მარტვილი (ყოფილი გეგეჭკორი; ყოფილი მარტვილი - გადაერქვა 1936 წლის 19 მარტს[4]; ძველი სახელწოდება - ჭყონდიდი) — ქალაქი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აბაშისწყლის ნაპირას. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს და ეწოდებოდა ”გეგეჭკორი”. მოსახლეობა 20,1 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. მარტვილში არის ჭყონდიდის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

 

 

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 677 | დაამატა: LERI | დრო: 2015-07-01 | კომენტარი (0) | სრულად ნახვა |


ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, დაარსდა 1921 წელს სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე. მოთავსებულია დადიანისეულ 2 სასახლეში ზუგდიდში.

მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური (პალეოლითის, ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ნივთები) და ეთნოგრაფიული (სასოფლო-სამეურნეო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, საცხოვრებელ ნაგებობათა - "ფაცხა", "ჯარგვალი", "ოდა" - და სხვა ნიმუშები) მასალა. წარმოდგენილია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტები. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები.

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 575 | დაამატა: LERI | დრო: 2015-07-01 | კომენტარი (0) | სრულად ნახვა |


სამეგრელო, ფიზიკური ვარჯიშების, ხალხური თამაშობების და სპორტის ეროვნული სახეობების განვითარების მხრივ ცნობილ ისტორიულ მხარედ ითვლება. მისი ეთნოგრაფია მდიდარია ფიზიკური აღზრდის და ხალხური თამაშების ამსახველი მასალებით. მშვილდოსნობა, ცხენოსნობა, ნიშანში სროლა, ჭიდაობა და სხვ. საუკუნეების მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ადამინებს უვითარებდა სიმარდეს, სისწრაფეს, ფიზიკურ ძალას, სიზუსტეს, მოხერხებულობას და სხვა ვაჟკაცურ თვისებებს.

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 547 | დაამატა: LERI | დრო: 2015-06-30 | კომენტარი (0) | სრულად ნახვა |


ეს საქართველოა - ზუგდიდი | Video

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 628 | დაამატა: LERI | დრო: 2015-06-30 | კომენტარი (0) | სრულად ნახვა |

Copyright MyCorp © 2025 | Free web hosting - uCoz
ჩვენი ოფიციალური გვერდი