შაბათი, 2025-07-19, 4:40 AMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

შესვლა

ძებნა

მინი-ჩატი

ჩვენი გამოკითხვა

როგორია საიტი?
სულ პასუხი: 14

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2016 » ნოემბერი » 21 » ლაზური გვარები - ტბეთის ლაზი სულები
7:16 PM
ლაზური გვარები - ტბეთის ლაზი სულები
 

პარხლის წარწერის შემდგომ გვაქვს ტბეთის სულთა მატიანე. ეს შუასაუკუნეების წერილობითი ძეგლი გვაძლევს საშალებას გავეცნოთ იმ პერიოდის უნიკალურ ქართულ ონომასტიკონს დაწვრილებით, მათ შორის კი ოთხი ლაზური გვარიც გვხვდება: მაძვაფხე ხათუთა, ქერტაში გიორგი, ნიკოლაფხეშვილი ლაზარე, გოგა და ცისკარა, ასევე შერაფხე ცხოვრება.

ტბეთის სულთა მატიანეში აღწერილი ოთხივე გვარი უნიკალურია მრავალი მიზეზის გამო:

1. ვხედავთ, რომ -ში მაწარმოებელი არ არის გვიანდელი, ოსმალური პერიოდის დროინდელი სუფიქსი, არადა არსებობდა ასეთი ეჭვი. ეჭვს ძირითადად აძლიერებდა ის გარემოება, რომ ოსმალური პერიოდის ლაზური გვარები მხოლოდ ერთი, -ში სუფიქსითაა ნაწარმოები, როდესაც ადრინდელი ლაზურისთვის უცხო არ ყოფილა -ია, -უა, -ვა, -სქირი, -ტი სუფიქსები.

2.შუასაუკუნეების ქართული საეკლესიო დოკუმენტში, რომელიც ქართულ ენაზეა შედგენილი, ნახსენებია მდედრობითი გვარი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ქართული ენისთვისაც არ იყო უცხო.

3.გვხვდება ორმაგი სუფიქსაციის ქართულ-ლაზური გვარი ნიკოლაფხეშვილი. გვარი ნაწარმოებია მდედრობითი ნიკოლაფხეზე -შვილი სუფიქსის დართვით. ანალოგიური აგებულების გვარი უნდა იყოს გარდაფხაძეც (გარდა-ფხა-ძე).

სამწუხაროდ ლაზეთში არსებული მრავალი ეკლესიებიდან, არცერთის დავთარი არ არსებობს. უფრო სწორად არ ვიცით საერთოდ არსებობდა თუ არა. დიდი ალბათობით უნდა ეარსება მსგავს დავთრებს და ისინი ბერძნულ ენაზე იქნებოდა შედგენილი, გამონაკლის შემთხვევაში კი ქართულზეც შესაძლოა ყოფილიყო. თუმცა, ოსმალეთის მიერ ამ მხარის დაპყრობისა და შემდგომ მოსახლეობის თანდათანობით გამუსულმანებას შეეწირა ადგილობრივი ქრისტიანული კულტურის თითქმის ყველა ნიშანწყალი, მათ შორის ალბათ დავთრებიც. ამიტომაც, ისღა დაგვრჩენია, შედარებით სრული სურათის შექმნას ვეცადოთ იმ წყაროებზე დაყრდნობით, რაც ხელთ გვაქვს.

ერთ-ერთი ასეთი წყარო გახლავთ 1515 წელს ოსმალეთის იმპერიაში შედგენილი მოსახლეობის აღწერის დავთრები, რომელსაც ამჟამად ჩვენი ლაზი მეგობარი ირფან ალექსივა იკვლევს.

52-ე დავთარში მოცემულია იმჟამინდელი ლაზეთის მოსახლეობის აღწერა, სადაც საუცხოო გვარებს და სახელებს წავაწყდით. 1515 წლისთვის ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობიდან მხოლოდ 54 წელია გასული, ამიტომაც ეთნოკულტურული და რელიგიური სურათი აქ მაშინ ჯერ კიდევ ხელუხლებელი იყო, სწორედ ამიტომაცაა ეს დავთარი უნიკალური.

ასე მაგალითად, სოფელ მელიათში გვხვდება გვარია მელია (-თი სუფიქსით ლაზურ და მეგრულ ტოპონიმებში ამა თუ იმ გვარის სამოსახლოს სახელწოდება იწარმოება). ასევე გვხვდება გვარები: ჭანჭივა, მოლიავა, პაპასქირი, ჭანსქირი, ქორთუვა, ფელერგივა, მაჭარა, ალექსისქირი, ნიკოლასქირი(გაიხსენეთ ნიკოლაფხეშვილი), კილავა, სავასქირი, კოდუა, ნანივა, პეტრავა, ანდრევა, პეტრესქირი და ა.შ. წარმოგიდგენიათ? დავთარში კიდევ ათეულობით გვარია და რათქმაუნდა ყველა მათგანს ვერ ჩამოვთვლით, თუმცა მათ სრულად შემოგთავაზებთ ჩემს წიგნში, რომელიც ახლო მომავალში უნდა გამოვიდეს დღის შუქზე.

გვაქვს ასევე ოდნავ უფრო ადრინდელი წყარო, მეთოთხმეტე საუკუნეში მიხეილ პანარეტის მიერ შექმნილი „ტრაპეზუნტის ქრონიკა“, რომელიც მოიცავს ტრაპიზონის იმპერიის ისტორიას 1204 წლიდან 1426 წლამდე. ქრონიკებში მოხსენებულნი არიანკაბაზიტის გვარის წარმომადგენლები. კაბაზიტი უნდა იყოს ლაზეთში დღეისათვის გავრცელებული კავაზიშის ადრეული ფორმა. ასევე, მიხეილ პანარეტი ახსენებს იოანე, მიხეილ, სევასტი და სტეფანე წანიხიტებს (ჭანიხიტებს), რომელთაც მნიშვნელოვანი თანამდებობები ეპყრათ მაშინდელ ტრაპიზონში.

წყარო: http://bu.com.ge/news/story/223-lazuri-gvarebi-tbetis-lazi-sulebi

კატეგორია: სხვა... | ნანახია: 3017 | დაამატა: LERI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
Copyright MyCorp © 2025 | Free web hosting - uCoz
ჩვენი ოფიციალური გვერდი