ხუთშაბათი, 2025-07-17, 4:44 PMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

შესვლა

ძებნა

მინი-ჩატი

ჩვენი გამოკითხვა

როგორია საიტი?
სულ პასუხი: 14

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2015 » ივლისი » 03

XIX საუკუნის 80-იან წლებში დაბა ახალსენაკში თეატრალური ხელოვნების ჩასახვას და მის განვითარებას ხელი შეუწყო 1879 წელს ქართული თეატრის დაარსებამ. ორიოდე წლის შემდეგ 1881 წლის თებერვალში დაბაში ადგილობრივი ძალებით გაიმართა პირველი წარმოდგენა. ნაჩვენები იქნა მოლიერის „ძალად ექიმი“. 1895 წელს იმ დროისთვის ცნობილი დრამარტურგი აქვსენტი ცაგარელი ახალსენაკის რკინიგზის უფროსად ინიშნება. მან მეუღლე ნატო გაბუნია-ცაგარელთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა დაბის თეატრალურ ცხოვრებაში.

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 528 | დაამატა: LERI | დრო: 2015-07-03 | კომენტარი (0) | სრულად ნახვა |


სენაკი — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, 1933-1976 წლებში მიხა ცხაკაია ერქვა, 1976-1989 — ცხაკაია. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ტეხურის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 28 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. მოსახლეობა 28,6 ათასი (2002 წ.). სენაკში არის ხალიჩების და ჩაის ფაბრიკები, კვების მრეწველობის საწარმოები, ასევე სხვადასხვა პროფილის სკოლები, ბიბლიოთეკები, კულტურის სახლი, თეატრი, მიხა ცხაკაიას სახლ-მუზეუმი. ქალაქის ცენტრალურ პარკში დაკრძალული არიან პოეტი გ. ჭალადიდელი და სსრკ გმირი ა. წურწუმია. სენაკთან ახლოს მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი. სენაკში არის სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის რეზიდენცია.

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 622 | დაამატა: LERI | დრო: 2015-07-03 | კომენტარი (0) | სრულად ნახვა |


მაგთისატის მეგრული რეკლამა - სამეგრელო

კატეგორია: ფილმები მეგრულად | ნანახია: 556 | დაამატა: LERI | დრო: 2015-07-03 | კომენტარი (0) | სრულად ნახვა |


მეგრული ენა (მეგრ. მარგალური ნინა) — ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ქართველური ენა. მეგრული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ჯგუფს მიეკუთვნება. მას, ლაზურთან ერთად, ერთი ენის — ზანურის დიალექტადაც თვლიან. ამასთან, მეგრული და ლაზური უფრო ახლოსაა ქართულთან, ვიდრე თითოეული მათგანი — სვანურთან. 1989 წლის მონაცემებით, ქართულთან ერთად მეგრულს მშობლიურ ენად თვლის თითქმის 500 000 ქართველი, რომელთა უმრავლესობა საქართველოში სამეგრელოს მხარეში ცხოვრობს.

 

კატეგორია: სამეგრელოს ინფორმაციები | ნანახია: 640 | დაამატა: LERI | დრო: 2015-07-03 | კომენტარი (0) | სრულად ნახვა |

Copyright MyCorp © 2025 | Free web hosting - uCoz
ჩვენი ოფიციალური გვერდი