მეგრულში ხუთი ძირითადი ხმოვანია - ა, ე, ი, ო, უ და ერთი მეორეული - ჷ (ზუგდიდურ-სამურზაყანულში), რომელიც ი და უ ხმოვანთა დასუსტების შედეგია.
„ჷ“ შეესაბამება საერთაშორისო ტრანსკრიპციის (IPA) ә ნიშანს. ეს არის დაახლოებით იგივე ბგერა, რომელიც გამოითქმის ინგლისურ სიტყვა freedom-ში d-ს და m-ს შორის. უფრო გავრცელებულია ზუგდიდურ-სამურზაყანულში. სენაკურ-მარტვილურში მის მაგივრად გვხვდება ო, ი და უ (უ ზუგდიდურშიც გვხვდება)
თანხმოვანთა შემადგენლობა მეგრულში თითქმის იგივეა, რაც ლაზურში და ქართულში.
მეგრულში გვხვდება ჸ ბგერა, რომელიც ქართულში არ გვხვდება, ლაზურში კი შეინიშნება ნაკლები სიხშირით, მის რამდენიმე დიალექტში. მაგალითად, თამაში - ლაჸაფი, სახლი - ჸუდე.
ყ მეგრულში გვხვდება ძირითადად წ-ს, ჭ-ს, ტ-ს გვერდით. მაგალითად: ჭყონი - მუხა, ტყა - ტყე.
წყარო: https://bit.ly/2KsVuZP
|